ძლიერი ქარი თბილისში – დაშავდა ერთი ადამიანი. წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა

დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, შესულია 10 შეტყობინება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.

„ყველაზე მეტი – 5 შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი.

ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი – სამგორის რაიონში.

2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე – ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია.

ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მეხანძრე – მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება

banner
წინა სტატიაშილევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო – ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით
შემდეგი სტატიასაკალათბურთო კლუბ „დინამო“-ს შეუნარჩუნდება პროფილი და მის შემდგომ განვითარებას ზაზა ფაჩულია ჩაუდგება სათავეში