ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ქართველმა დიზაინერმა და ბრენდის „Nina Zarqua collection“ დამფუძნებელმა ნინა ზარქუამ მოწყვლადი ჯგუფისთვის მორიგი საქველმოქმედო ღონისძება გამართა.

„Nina Zarqua collection“-ის სამოსი და აქსესუარები საცხენოსნო კლუბ „შავი ცხენის“ ტერიტორიაზე გამოიფინა და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაიყიდა. შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხა ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფონდში. ღონისძიებას დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს ქალებზე ძალადობის ფაქტები სამწუხაროდ მზარდია და საქველმოქმედო ღონისძიებით მას სურდა ერთის მხრივ ძალადობა, როგორც დანაშაული დაეგმო, მეორეს მხრივ კი მსხვერპლი ქალების გაძლიერების პროცესში მონაწილეობა მიეღო. ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : ბოლო ერთ კვირაში საქართველოში ვირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, 20-26 ივლისის ფარგლებში 98 ფაქტია დადასტურებული
შემდეგი სტატიამიხეილ რამიშვილი : დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი გოგო შარში იყო