მიხეილ რამიშვილი : დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი გოგო შარში იყო

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებიან.

ადვოკატი იმ მაღალჩინოსნების დასახელებას აპირებს, რომლებიც დაღუპულის მამას ურეკავდნენ იქამდე, ვიდრე გოგონას იპოვნიდნენ.

“მივდივარ იმ პირების დასახელებაზე, ვინც ძებნითი სამუშაოების დროს ურეკავდნენ მამას კომპიუტერთან დაკაშირებით და ეუბნებოდნენ, რომ შარშია მისი გოგო და პრობლემაა, ეუბნებოდნენ, რა საჭირო იყო აქციები. დასახელდებიან ეს ადამიანები, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთსვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

banner
წინა სტატიაშიძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : გიორგი ვაშაძის პარტიას ჰყავს დამფინანსებელი, ჩემთვის ცნობილია, რომ ეს არის ვანო ჩხარტიშვილი, როგორც ჩანს, მასაც საკუთარი ხედვები აქვს