დუშეთის რაიონში ჩარჩენილი 5 ტურისტის გამოყვანის სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს

დუშეთის რაიონში ჩარჩენილი 5 ტურისტის გამოყვანის სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს

უწყების ცნობით, ხუთივე მათგანის მდგომარეობა ნორმალურია, ისინი განცალკევებით არ არიან და არც რაიმე განსაკუთრებული პრობლემა შექმნიათ.

ტურისტებს 7 ივლისს გზა აებნათ და დაიკარგნენ. როგორც გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ტურისტებისგან შეტყობინება SOS ზარით მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიექსკურსიაზე მყოფი რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მაშველებმა გამოიყვანეს
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის