დუნია მიატოვიჩი – საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, მისი და მისი აპარატის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობის საკითხზე მუშაობასთან დაკავშირებით, მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

„ვაქებ სახალხო დამცველს და მის აპარატს იმ ძალისხმევისთვის, დაიცვან ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტები ყველა პირის მიმართ, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ხორციელდება. ვენეციის კომისიის პრინციპების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან თავიანთი ომბუდსმენის ინსტიტუტები ნებისმიერი საფრთხისგან ან ქმედებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს ან გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას მათ ეფექტურ ფუნქციონირებაში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ იმუშაონ ისეთ ატმოსფეროში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია თავიანთი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის ევროპის საბჭოსთვის, ძალზე მნიშვნელოვანია, დაეყრდნოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის შეფასებას, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად და ეფექტურად შეასრულოს თავისი სამუშაო საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით. მოუთმენლად ველი, რომ განვიხილავ ამ და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებს საქართველოში მომავალი წლის თებერვალში ჩემი ვიზიტის დროს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს – პატრიარქი
შემდეგი სტატიამელია – უამრავი ცვლილების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება!