ამ დროისთვის, აჭარის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა 59 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აჭარის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა 59 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო. ეს საერთო ამომრჩევლის 19.3%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნებში, აჭარაში ამ დროისთვის 23.5 % პროცენტიანი აქტოვობა იყო, ხოლო 2008 წელს – 16.2% პროცენტიანი.

“აქტივობა მაღალია, თუმცა ნაკლებია 2012 წელსთან შედარებით”, – აღნიშნა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ.

რაც შეეხება საჩივრებს, უსკოს მონაცემებით სერიოზული დარღვევევბი არ არის, მხოლოდ პროცედურული, რომლელიც უბნის გახსნას და პირველი ამომრჩევლის მიღებას ეხება. საერთო ჯამში ოლქებში და უსკოში 23 სარჩელია შესული.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი”