DRI პოლიციელების მხრიდან მოზარდზე ძალადობას ეხმიანება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს 24 იანვარს გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერში აღბეჭდილ ძალადობას. გავრცელებული კადრებიდან დასტურდება, რომ 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. პირველ ეტაპზე აუცილებელია დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვა მომხდარზე.

ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის სისტემაში ბავშვის ინტერესების დაცვა და კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება არ ხდება. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის
შემდეგი სტატიასენაკში მესამე დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ