დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, დაშავდა 6 – გაერთიანებული ძალების შტაბი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გასული დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დონბასში 96-ჯერ დაარღვიეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით გახსნეს.

დაბომბვის შედეგად ერთმა უკრაინელმა სამხედრომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო, ექვსი კი – დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიკანადიდან უკრაინაში ლეტალური იარაღის მეორე პარტია ჩავიდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი – დღეს მთავრობის მთავარი პროპაგანდაა, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა არ ღირს, ჩემი აზრით, ყოველთვის ღირს