დონალდ ტუსკი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი შემაშფოთებელია

ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი შემაშფოთებელია.

“არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მხარდაჭერა პრო-ევროპული და დემოკრატიული ძალების მიმართ უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. უახლესი მოვლენები თბილისში – ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში”, – წერს ტუსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშითბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკანორ მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაადვოკატი: ნიკა მელიას არ აპირებს გირაოს გადახდას