დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკისრებული 175 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკისრებული გირაო გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გირაოს ოდენობა 175 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ამით მან თავიდან აირიდა აქტივების ჩამორთმევა, რაც გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში შეიძლებოდა, მომხდარიყო. თუმცა, ის აღნიშნულ საქმეზე თავს დამნაშავედ კვლავ არ თვლის.

banner
წინა სტატიაშირეალურად რატომ არ უნდა ქართულ ოცნებას უბნების დამატება საზღვარგარეთ? – ივანე ბურდული
შემდეგი სტატიააშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს