დომინიკ პარსელი Prison Break-ის გადასაღებ მოედანზე დაშავდა – გაგრძელდება თუ არა გადაღებები?

ცოტა ხნის წინ გავრცელდა დომინიკ პარსელის ფოტოები, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა! – მსახიობი ,,გაქცევის” გადასაღებ მოედანზე საშინლად დაშავდა. მსახიობმა ფოტო ინსტაგრამის მეშვეობით ატვირთა და შემდეგი განცხადება დაურთო:
,გადასაღებ მოედანზე პატარა ინციდენტი შემემთხვა. აუცილებელია სქელი თავის ქალის ქონა, თუ გსურთ გადაურჩეთ რკინის ნივთის დაცემას.!!! ასევე გავიტეხე ცხვირი ორ ადგილას. ჰაჰა. თუმცა, ყველაფერი რიგზეა. მადლობა ღმერთს ჩემი ვიკინგური სხეულისთვის”.
დომინიკ პარსელი კარგადაა და არც სერიალის გადაღებები შეწყდება დიდი ხნით! ჯგუფი მხოლოდ რამდენიმე დღე დაუცდის მსახიობის, სანამ ის ფორმაში საბოლოოდ ჩადგებას.

banner
წინა სტატიაშირომელ პარტიას ენდობა მოსახლეობა არჩევნებამდე 4 თვით ადრე- კვლევის შედეგები
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა