“დოდო კეზუას გათავისუფლება არის ძალადობის დაგმობა – 67-ე სკოლის დირექტორი

67-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც დღეს სკოლის ეზოში საპროტესტო აქციას მართავენ, სწორ ინფორმაციას არ ფლობენ.
მარიამ ლორთქიფანიძემ დღეს ჟურნალისტებთან უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ის რომ ქალბატონი დოდო კეზუა გათავისუფლებული იყო, ეს არის ძალადობის დაგმობა. ამ კონკრეტულ მასწავლებლებს რატომ აქვთ ის ინტერესი, რომ ძალადობა იყოს წახალისებული ჩვენთვის გაუგებარია. ბუნებრივია ბავშვებს არ აქვთ ის ინფორმაცია და ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. მთელი კოლექტივის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ დავგმობთ ძალადობას და არც ერთ შემთხვევაში ძალადობას არ წავახალისებთ,“-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, 67-ე საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეების ნაწილი დილიდან სკოლის მიმდებარედ აქციას მართავს. ისინი ქიმიის მასწავლებლის აღდგენას ითხოვენ.

მშობელთა მეორე ნაწილი კი აღნიშნულ პედაგპგს ძალადობაში ადანაშაულებს. საკუთარი პოზიცია აქვს თავად დოდო კეზუასაც.

ის ლორთქიფანიძეს თვალთვალსა და შანტაჟში ადანაშაულებს. ამ წუთებში სკოლასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, რომელიც როგორც ნაყეური აცხადებს, ერთ–ერთმა მშობელმა გამოიძახა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს მოინახულებს
შემდეგი სტატიასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთათვის წვრთნის პროგრამა დაიწყო