დოდო გუგეშაშვილის შვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დოდო გუგეშაშვილი დღეს შვილის დაკრძალვაზე რეანომობილით მიიყვანეს. შვილის დაკრძალვის შემდეგ, დოდო გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიშსს – პირველადი მონაცემებით, ხელვაჩაურში 12 წლის მოზარდზე გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება