დნეპრში პოლიციის მიერ ლიკვიდირებული ჯუმბერ სილაგავას შეყვარებულს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

დნეპრში, 29 აგვისტოს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც უკრაინელმა სამართალდამცველმა ჯუმბერ სილაგავა მოკლა მას შემდეგ, რაც ის მეწყვილეს დაესხა თავს, მანამდე კი მანქანა არ გააჩერა, უკრაინის პოლიციამ პატრულის თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების დადგენა. ქალს, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა (ჯუმბერ სილაგავას შეყვარებული), 9-დან 15 წლამდე ციხე ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ABRAMS-ების პირველი პარტია სექტემბერში ჩავა
შემდეგი სტატიარამზან კადიროვმა დედამისისთვის სანქციების მოხსნა მოითხოვა (ვიდეო)