დიტო სამხარაძე “მთავარის” ჟურნალისტს – მეგის ქარდავები ხართ ყველანი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, დიტო სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალ კვირაში ფარული ჩანაწერები ისევ გავრცელდეს. ამ თემაზე მან რეგიონებში მხარდამჭერებთან, შტაბის წევრებთან და მერობის კანდიდატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

“თქვენი ტყუილები, თქვენი წარსული, რომელიც ყველამ იცის კარგად და უფრო კარგად გაიხსენებს, არის ყველაფერი ტყუილზე აგებული. მეგის ქარდავას ტელევიზია ხარ, მეგის ქარდავას პარტიის წევრი ხარ და მეგის ქარდავები ხართ ყველანი. მე ქართული ოცნების ჯარისკაცი ვარ, იმ პარტიის ჯარისკაცი ვარ, რომელმაც მეგის ქარდავასნაირები და სააკაშვილისნაირები ალაგმა ამ ქვეყნიდან და შენი მეგის ქარდავას ტელევიზიის ჟურნალისტი ხარ, რომელიც ბრძოლობ, რომ ესენი დააბრუნო”, – თქვა დიტო სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია
შემდეგი სტატიარუსთავში, ენმ-ის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ