დიმიტრი ქუმსიშვილს ბეჟუაშვილის „დაკრიშვისთვის“ ხსნიან?!

იმ დროს, როცა ხელისფლების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი კატეგორიულად უარყოფს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, მეორე ნაწილი ჟურნალისტებთან „ჭორაობს“ – ერთი მეორეს დასცინის, მეორე ზემოთ ასატყორცნად ემზადება, პირველი გამოსავალს ეძებს. ამასობაში კი „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება ერთი სკანდალური ამბავი: კოვზი მორიგ მოსაქაფს ასცდა და კუპრში გადაეშვა, თან ბღუჯა-ბღუჯაც ჩაიყოლა, – ასეთია ისტორია, რომელიც „ზემოთ“ ბევრმა იცის და „ქვემოთ“ გული ვინმეს რომ არ გაუსკდეს, არავინ საუბრობს.
საქმე ეხება ყაზტრანსგაზ-თბილისს, რომლის შეძენაც ცოტა ხნის წინ ბეჟაშვილის ინდუსტრიულმა „გრუპამ“ დააანონსა. ყაზახურმა მხარემ საზოგადოებას ამცნო რომ 40 მილიონად გაყიდა ბიზნესი. ბიზნესი, რომელიც ლონდონში სასამართლო დავის პირობებში „ვითარდება“ (ყაზახები ქართულ მხარეს ბიზნესის ხელშეშლაში ადანაშაულებს და 180 მილიონს ითხოვს) და წლებია, რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გაკოტრების რეჟიმში მუშაობს (რა დრო დაუდგა ბეჟუშვილს, გაკოტრებულ ბიზნესში მილიონებს იხდის).
მოკლედ, ვითარება იყო ასეთი: გამოცხადდა რომ ყაზტრანსგაზ-თბილისი ბეჟუშვილების ინდუსტრიულმა ჯგუფმა იყიდა 40 მილიონად, მაგრამ არავინ თქვა, რომ ბეჟუშვილები ქუმსიშვილმა „დაკრიშა“ და „საქაფავი“ კაპიკებში ჩააგდებინა ხელთ. „ჯი-ემ-ჯი გრუპს“ გაკოტრებული კომპანიის 40 მილიონად ყიდვა წესიერად აღნიშნული არ ჰქონდა, საქმე ჯერ დამუხრუჭდა, შემდეგ კი ჩაფლავდა.
„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით „კოჰაბიტირებულ“ მთავრობას არ მოეწონა ქუმსიშვილის „დვიჟენიები“ – რას ჰქვია ნაცების „იავნ“დამფინანსებელს „კრიშავო“, – თითი დაუქნიეს ქვეყნის ეკონომიკის ღერძს და „ურჩიეს“ სკამს თავისი ნებით გამომშვიდობებოდა. ქუმსიშვილს სხვა გზა არა აქვს, ან „პარაშუტით უნდა დაეშვას“ „ეკონომიკის მწვერვალებიდან“, რაც მოქაფული „ბღუჯა-ბღუჯას“ გარანტირებულად შენარჩუნებას ნიშნავს, ან იბრძოლოს „სკამის უკანასკნელ“ ნახერხამდე!
განა „ზემოთ“ ხალხოსნები სხედან, უბრალოდ მორიგი სკანდალი უნდათ აისხლიტონ ამ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში და თან, როგორც ამბობენ სხვა მყიდველი ჰყავთ შერჩეული, – ეს არის სულ ამ საქმის ალია-ბალია.

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში ივანიშვილს ზუგდიდიდან 150 წლის მუხა მიაქვს (ფოტო)
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილის მიერ “ჟენევაში” შექმნილი საფრთხე