დიმიტრი ქუმსიშვილმა თეთნულდზე მშენებარე საბაგიროები დაათვალიერა

ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თეთნულდზე მშენებარე საბაგიროები დაათვალიერა. როგორც „თაიმერს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს პირველი ვიცე-პრემიერი გაეცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილი თეთნულდზე სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას “კავკასუს როუდ პროჯექტი” და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო გზების საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრს აღწევს, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. არსებული გეგმის მიხედვით, 2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას და კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვას 1 სექტემბერს განაახლებს
შემდეგი სტატიამოლდოვა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს