დიმიტრი ქუმსიშვილი – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ურთიერთობას გავაღრმავებთ

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის წარმატება, რომელსაც ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიაღწია და ჩვენ მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციასთან ურთიერთობას გავაღრმავებთ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ზურაბ პოლოლიკაშვილთან, რომელიც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. მისთვის წლევანდელი ტურისტული გამოფენა პირველია. აღნიშნულ ღონისძიებას 40 ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, მინისტრები დაესწრნენ”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელიც ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე “FITUR 2018” საქართველოს ტურისტული პავილიონი დაათვალიერა. აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭანტურიას ადვოკატი – გამოძიება ჩიხშია შესული, სხვა ვერსია არ მაქვს
შემდეგი სტატია„რუსთავის“ ახალი მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი უკვე საქართველოშია