დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ ახალ მეტეორადიოლოკატორს დაათვალიერებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ, ქვიშიანას მთაზე “საქაერონავიგაციის” მიერ დამონტაჟებულ ახალ მეტეორადიოლოკატორს დაათვალიერებს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე ტიპის მეტეორადიოლოკატორის მონტაჟი ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამ EEC (Enterprise Electronics Corporation) განახორციელა.
“ახალი, ამერიკული წარმოების ლოკატორი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მეტეოოფისებს მეტეორადიოსალოკაციო ინფორმაციით უზრუნველჰყოფს. ახალი ტიპის მეტეორადიოლოკატორი საშუალებას იძლევა, მუდმივ რეჟიმში მოხდეს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და ინფორმაციის საფრენოსნო ხომალდებისთვის გადაცემა”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ქვიშიანას მთაზე (სოფ. ნორიო, გარდაბნის რაიონი) ახალ მეტეორადიოლოკატორს ხვალ, 13.30 საათზე, დაათვალიერებს.

banner
წინა სტატიაშიმოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმება– მთავრობის პოზიცია
შემდეგი სტატია550-მდე აბონენტს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება