დიმიტრი ქუმსიშვილი – გვინდა კომერციული ატაშეები საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს, რადგან მოლოდინი მაღალია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

გვინდა კომერციული ატაშეები საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს, რადგან მოლოდინი მაღალია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ქუმსიშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ გაჭიანურდა კომერციული ატაშეების დანიშვნის საკითხი.

„გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუმდივად მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში, გამსხვილდა პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რაღაცა პერიოდი იყო გადაწყვეტილება, რომ შეიძლებოდა კომერციული ატაშეები ჩასულიყვნენ „აწარმოე საქართველოში“. თუმცა, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დარჩებიან ეკონომიკის სამინისტროს დონეზე, იმისთვის, რომ დონე უფრო მაღალი იყოს და ამას აღარ დასჭირდება საკნონმდებლო ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საკანონმდებლო ცვვლილებები სჭირდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი, რის გამოც არ გამოცხადდა კონკურსები. ჩვენ მზად ვართ კონკურსების გამოსაცხადებლად და სავარაუდოდ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ამას დავაკომპლექტებთ. გვინდა საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს, რადგან მოლოდინი მაღალია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბესელია: ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდეს
შემდეგი სტატია„ჯაველინების“ გამოყენებისთვის საჭირო უნარების დაუფლების მიზნით, ქართველ სამხედროებს ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით წვრთნები ჩაუტარდებათ