„ჯაველინების“ გამოყენებისთვის საჭირო უნარების დაუფლების მიზნით, ქართველ სამხედროებს ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით წვრთნები ჩაუტარდებათ

ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით ქართველი სამხედროებისთვის წვრთნები ჩატარდება, რათა ისინი „ჯაველინების“ გამოყენებისთვის საჭირო უნარებს დაეუფლონ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

„ჯაველინები“ უკვე საქართველოშია. ამ სისტემის მთავარი დანიშნულება არის თავდაცვა. რაც შეეხება მის გამოყენებას, ჩვენ ახლო მომავალში ვგეგმავთ შესაბამისი წვრთნების ჩატარებას, რათა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაეუფლონ იმ უნარებს, რაც აუცილებელია ამ ტექნიკის გამოყენებისთვის. ეს ახლო მომავალში მოხდება და ბუნებრივია, ამისთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მათი ინსტრუქტორების დახმარებით ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ თანამედოვრე ტექნიკით სარგებლობა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტისატანკო სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და საქართველოში „ჯაველინები“უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – გვინდა კომერციული ატაშეები საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს, რადგან მოლოდინი მაღალია
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი – საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე