ბესელია: ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდეს

„ვფიქრობ, რომ დუნია მიატოვიჩის სახით ევროპის საბჭოს ეყოლება ადამიანის უფლებათა ძალიან კარგი კომისარი. ჩვენი ინტერესია, რომ კომისარი ჩავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საკითხსაც ყოველ წელს ვაყენებდით ხოლმე ევროკომისართან, და ადგილზე ნახოს ადამიანის უფლებების მდგომარეობა“, – ეს განცხადება ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩის არჩევის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, კომისრის ჩასვლა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე პრინციპული საკითხი. პოლიტიკურ ჯგუფშიც, ამ თემაზე მსჯელობისას და კანდიდატთან საუბრისას, ეს საკითხი წინ იყო წამოწეული. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებებს გაეცნოს“, – დასძინა ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი 6 წლის ვადით აირჩიეს. მას 229 დეპუტატიდან მხარი 107-მა დაუჭირა. დუნია მიატოვიჩი უფლებამოსილების შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგება.

banner
წინა სტატიაშიდიდი „რაზბორკები“ სამეგრელოში – რა ინტრიგებს უწყობს თოლორაია შონიას, გოგია გურორდავას და რატომ უღალატა გოგიამ თოლორაიას
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი – გვინდა კომერციული ატაშეები საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს, რადგან მოლოდინი მაღალია