დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც ბიზნესასოცაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის იმ პრობლემებს, რაც ბიზნესში არსებობს.

„ჩვენ ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან საკმაოდ ხშირად ვმართავთ შეხვედრებს. ჩვენი სურვილი იყო დღევანდელი შეხვედრის ორგანიზება. ძირითადი მიზანი იყო, რომ ეკონომიკის მინისტრმა გაგვაცნოს პირველი კვარტლის და უკვე სრულდება მეორე კვარტალიც, მათი შედეგები. ვიცით, რომ საკმაოდ საინტერესო ციფრები არსებობს. ასევე, ჩვენ გვინდა, რომ ვიცე-პრემიერთან გავიაროთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ის პრობლემატური თემები რაც ბიზნესში არსებობს. ველოდებით საკმაოდ საინტერესო დისკუსიას. ბატონ დიმიტრის აქვს საინტერესო პრეზენტაციაც, რომელსაც წარგვიდგენს”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ყველა ოჯახი არის სათანადოდ უზრუნველყოფილი და არა მგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს
შემდეგი სტატიაანტიკორუფციულმა სააგენტომ ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავა