დავით ნარმანია: ყველა ოჯახი არის სათანადოდ უზრუნველყოფილი და არა მგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს

დავით ნარმანიას განცხადებით, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა კომპენსაცია საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მიიღეს. ნაწილმა, საკუთარი სურვილის მიხედვით, ანაზღაურება სულადობის მიხედვით აიღო, ნაწილმა კი საშუალი საბაზრო ფასის მიხედვით.

“ყველა ოჯახმა, დადგენილი წესის მიხედვით მიიღო კუთვნილი კომპენსაცია. დარჩენილია 5 ოჯახი, რომლებსაც საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ აქვთ წესრიგში და არის გარკვეული საკითხები სადავო. თუმცა, ვიდრე მათი საკითხები სამართლებრივად გაირკვევა, თითოეულ მათგანს ვუხდით ბინის ქირას და ეს გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება და საკითხი არ გაირკვევა. ყველა ოჯახი არის სათანადოდ უზრუნველყოფილი და არამგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს”,- აღნიშნა ჟურნალისტებთან ქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება