დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას.

„მე უკვე ვისაუბრე ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი ნაბიჯები ამ შემთხვევაში რუსული მხარისგან და აღნიშნულთან დაკავშირებით არ გადადგმულა და არც იგეგმება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა კი განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას რუსეთის შემადგენლობაში. მისივე თქმით, მეორე საკითხია, დადგა თუ არა რეფერენდუმის დანიშვნის მომენტი.

banner
წინა სტატიაშიშეიძლება, ხვალ დავაკონკრეტოთ, თუმცა ზოგადად ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და რა აგიტაციას აწარმოებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ – კობახიძე
შემდეგი სტატიაუკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – კისინჯერი