დიმიტრი მხეიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სააღდგომო ნობათი გადასცა

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სააღდგომო ნობათი გადასცა.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი აღნიშნულ ოჯახებს პირადად ესტუმრა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

დეპუტატი ასევე ამ ოჯახების სოციალურ პრობლემებს გაეცნო და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

ამასთან, დიმიტრი მხეიძემ მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვები გააცნო და რეკომენაციების დაცვისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: დროებით მომეცით საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მე გაძლევთ გარანტიას, რომ 5.5 მილიარდ ჩამოვიტან