დიმიტრი გვრიტიშვილი: მე არ ვარ ჩვეულებრივი მოსამართლე (ვიდეო)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2019 23:54

დიმიტრი გვრიტიშვილი: მე არ ვარ ჩვეულებრივი მოსამართლე (ვიდეო)

„მე ვიცავ სისტემის ინტერესებს“ – ასეთია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილის, განმარტება არასამთავრობოების მიმართ მის მიერ გამოთქმულ მწვავე კრიტიკაზე.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსით მას აქვს უფლება, დაიცვას მოსამართლეები, რომელთაც აცვიათ მანტიები და ამის საშუალებას კანონი უზღუდავს.

„მოსამართლეებს უშუალოდ არ შეუძლიათ, თავი დაიცვან და ჩვენ გვაკისრია ფუნქცია, რომ დავიცვათ სისტემის ინტერესები და დავიცვათ თითოეული მოსამართლე ამგვარი თავდასხმებისგან და, თუ საჭიროა, იმავე მეთოდებით დავუპირისპირდეთ ოპონენტებს, რომლებიც ლანძღავენ სასამართლო ხელისუფლებას,“ – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, მესამე სექტორი მოსამართლეების დიდ ნაწილს უკავშირებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს. დიმიტრი გვრიტიშვილს აინტერესებს, სად იყვნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები 2012 წლამდე.

„რაც შეეხება არასამთავრობოების პოზიციას, ჩვენ გვეძახიან, რომ ვართ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მოსამართლეები, არადა, მოსამართლეთა უმეტესობა გამწესებულია თანამდებობაზე 2012 წლამდე. სად იყვნენ ეს არასამთავრობოები 2012 წლამდე,“ -განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობოების მხრიდან სასამართლო სისტემაზე თავდასხმა დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც შეიცვალა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე. დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ნინო გვენეტაძემ, როგორც ჩანს, ვერ გაამართლა მესამე სექტორის მოლოდინი.

„ნინო გვენეტაძემ მხარდაჭერა სასამართლო კორპუსში ვერ მოიპოვა. ამის პარალელურად გამოიკვეთა, რომ ლევან მურუსიძე გახდა ლიდერი. ამ ადამიანმა, ლევან მურუსიძემ, როგორც ლიდერმა, პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, თავის გარშემო შემოიკრიბა მოსამართლეები. არასამთავრობოებმა ნახეს, რომ რეალურად სასამართლო ხელისუფლება შედგა ქვეყანაში,“ – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც არასამთავრობოები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ის და მისი კოლეგები გამწესებულები იყვნენ მოსამართლეებად სააკაშვილის დროს, რატომ ავიწყდებათ მათ, რომ ეკა გიგაურს სწორედ ამ დროს მიენიჭა კაპიტნის წოდება.

„მე არ ვარ ჩვეულებრივი მოსამართლე და თავს არ ვიქებ, რატომ ვამბობ, ნაზი ჯანეზაშვილს საკუთარი აზრი არ აქვს მეთქი? იმიტომ, რომ გადმოიღო ლექსიკა დათო ჭიჭინაძის და სხვების,“ – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

https://youtu.be/PYFyugWnMrM

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2019 23:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics