დიმიტრი ცქიტიშვილი – კომპანია ვალდებულია, მეშახტეებს ხელფასები გადაუხადოს

region
ავტ.: region სექტემბერი 25, 2019 14:40

დიმიტრი ცქიტიშვილი – კომპანია ვალდებულია, მეშახტეებს ხელფასები გადაუხადოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ტყიბულზე ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებებია მისაღები როგორც შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების მხრივ, ასევე ტყიბულის საბადოების პერსპექტივის თვალსაზრისით.

ცქიტიშვილის თქმით, ადამიანები მაღალი რისკის ქვეშ მუშაობენ, სადაც მათი გარდაცვალებისა და დაშავების ალბათობა ძალიან მაღალია.

„საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები არსებობს, რა უნდა გასწორდეს. კომპანიას ვალდებულება აქვს, ეს ვითარება გამოასწოროს. მანამდე უფლება არ აქვს, რისკის ქვეშ დააყენოს თანამშრომლები. კომპანია ვალდებულია ამ ადამიანებს ხელფასები დაუფაროს. სახელმწიფო მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ ვალდებულება შესრულებული იყოს. საბოლოოდ, როგორ იფუნქციონირებს შახტა, ამაზე გადაწყვეტილებებია მისაღები”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღეს დილიდან ტყიბულში მეშახტეები „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავენ.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, გიშინ 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო 10 ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.

ამასთან, ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეშახტეებმა განაცხადეს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.

region
ავტ.: region სექტემბერი 25, 2019 14:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics