დიდ დიღომში ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, დიდ დიღომში,მესამე მიკრო რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა . “თაიმერის”ინფორმაციით ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.გავრცელებული ინფორმაციით მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყებაში “თაიმერს” განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისენაკში ველოსიპედით მოძრავ 70 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატია21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ