დიღომში, ძლიერი ქარის შედეგად სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა

დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. ბანერის მფლობელი კომპანია „ აუთდორ ჯი“, მომხდარის შესახებ სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის, გზის გარკვეული მონაკვეთი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გარკვეული დროით, ღამის პირველი საათიდან გადაკეტეს. გზის სავალ ნაწილზე რკინის სპეციალური ჯებირები განთავსდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზის გასწრივ ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება
შემდეგი სტატიაფეიქრების ქუჩაზე ძლიერი ხანძარია