დიგენის რაიონის სოფელ ვალეში ხანძარია

ადიგენის რაიონის სოფელ ვალეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სოფელში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის .

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა და 30 მეხანძრე მუშაობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი კერძო სახლში გაჩნდა და შემდეგ მეზობლის ორ სახლზე გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიივლისში არის ვიზიტორების კლება და აქ ნეგატიური როლი შეასრულა 20 ივნისის მოვლენებმა – თურნავა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დაუშვებლად ცნო