დიდუბის გამგეობა რაიონში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს

 

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს.

ერთ-ერთი პროექტი დიღმის მასივის პირველი კვარტალის მე-13 და მე-14 კორპუსებთან მიმდინარეობს. კონტრაქტორი კომპანია 2 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს და ასფალტის დასაგებად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე დიდუბის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. ასევე, თანამედროვე მოსასვენებელი სივრცე მოაწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდუბესა და დიღმის მასივში დამატებით ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ნინო ლომჯარიას პასუხობს
შემდეგი სტატიაკრწანისი ვილა რეზიდენსის“ სამშენებლო პროექტს „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს-პროექტის მხარდამჭერია თიბისი