დიდუბის 14-ე საარჩევნო უბნზე უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზები განმარტეს

დიდუბის 14-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განმარტებით, ჯერ კიდევ უბნის გახსნამდე საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ნაცვლად, შემაჯამებელი ოქმი უბნის მდივნის შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო, უბნის გახსნა 5-7 წუთით შეფერხდა.

ნინო უგულავას თქმით, ოქმზე მხოლოდ კომისიის წევრების ხელმოწერები იყო დატანილი.

„როგორც კი შევნიშნეთ,რომ არასწორი ფურცლის შევსება მოხდა,მაშინვე გამოვცვალეთ, შევავსეთ საკონტროლო ფურცელი. ამ შემაჯამებელ ოქმზე გარდა ხელმოწერებისა სხვა არაფერი დატანილი არ არის, ქსეროასლები მოითხოვეს დამკვირვებლებმა და გავატანეთ, ცესკო-დან მოვიდნენ, ნახეს და ყველა პრობლემა აღმოფხვრილია”, – განაცხადა დიდუბის მე-14-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ნინო უგულავამ.

უბნის დამკვირვებლებმა 2030.news-ს მომხდარი დაუდასტურეს, თუმცა განმარტეს, რომ შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი და სხვა რაიმე სახის დარღვევა უბანზე არ დაფიქსირებულა.

ჯერ-ჯერობით ცესკო-ს რაიმე ოფიციალური კომენტარი ამ კონკრეტული უბნის დარღვევებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ცენტრაკურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საკითხს სწავლობენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქმა მოქალაქეებს მიმართა, არჩევნებზე საკუთარი პოზიცია აუცილებლად გამოხატონ
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს