დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

წერეთლის გამზირის N60-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსთან 1600 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა მიმდინარეობს.

სკვერებში უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, საჩრდილობელი, საბავშვო ატრაქციონები. მიმდინარეობს ხე-მცენარეების დარგვის პროცესი სკვერებში განთავსდება საპარკე ფურნიტურა.

პროექტებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან თარაშ შურღაიასთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული სივრცეების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 237 409 ლარია გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური: covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ