დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციისთვის 2 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის რეალიზაცია“.

ბრალდებულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშისკოლების რაოდენობამ, სადაც სწავლა გრიპის ვირუსის გამო შეწყდა გაიზარდა
შემდეგი სტატია2015 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში 1 114 928 ლარი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა