დიდი პატივია, რომ ჩემთან შესახვედრად მოვიდა – ხოშტარია ანა ფოტიგაზე

ანა ფოტიგა ჩამოსულია ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად და ასევე ჩემთან მოვიდა. დიდი პატივია, რომ ჩემთან შესახვედრად მოვიდა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიის ასეთი დიდი დარტყმის და კრიზისის სიმწვავის დროს, ჩვენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა არის ტოტალიტარული, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმები. ის თავის დროზე თავად იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იცის, რა არის რადიკალური, მწვავე ბრძოლის ფორმები, იცის, რა არის პოლიტიკური დევნა, მან იცის, რა არის ბელარუსის და პუტინის რეჟიმი, იცის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მსგავსი ადამიანების აქტიური ჩართულობა ჩვენი დემოკრატიის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რო ადმ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, შეძლებს თუ არა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. როგორც ხოშტარი ამბობს, ანა ფოტიგა სააკაშვილთან მე-18 დაწესებულებაში თუ ვერ შევა, ეს იქნება დიდი სკანდალი.

„ამ დრომდე არ ვიცი, შეძლებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილთან შესვლას. ვხედავთ, რომ სააკაშვილის უფლებები წამოუდგენლად ითელება. მისი იქ ვერშესვლა იქნება ძალიან დიდი სკანდალი და კიდევ ერთი დიდი დარტყმა. მნიშვნელოვანია, რომ ანა ფოტიგაც და ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ, პოლიტიკოსები, მოქალაქეები, აქტივისტები არ ვეგუებით და ვიბრძვით. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენს ნაცვლად აშენებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“ვერ მივართვი” – ხაბეიშვილი მისი დაკავების მცდელობაზე
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ნოემბრისთვის