დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება, კომიტეტი იმსჯელებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას – პაპუაშვილი

დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება, კომიტეტი იმსჯელებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, წარადგინოს არგუმენტები.

„საბოლოო ჯამში, ამ საკითხის განხილვები იქნება კომიტეტში და ექნება შესაძლებლობა პრეზიდენტის წარმომადგენელს, რომ წარმოადგინოს მათი არგუმენტები. იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ მივიღეთ წერილობითი სახით და მათ შორის ზეპირი განმარტებები, რომელიც პრეზიდენტმა თავად გააკეთა ბრიფინგის დროსაც, თქვა რომ ეს იყო პოლიტიკური ვეტო, ანუ ნაკლებად იყო სამართლებრივად დასაბუთებული. ამიტომ, დიდი ალბათობით, სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება ამ ვეტოსთან დაკავშირებით. ამიტომ, იმსჯელებს კომიტეტი და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის მიმართულებით მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს და შტურმს ახორციელებს – გენშტაბი
შემდეგი სტატიაშსს როდესაც წინასწარ გაწერილი გეგმით და მათ შორის ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, ჩანს, რომ შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება – პაპუაშვილი