“დიახ, ჩემო ბატონო, ძვირფასო ირაკლი, მქსიმალურად ბევრი დეპუტატი ამ ხელფასს გამოიყენებს ივანიშილის რეჟიმთან ბრძოლაში”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს მიმართა ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე.

„რაც შეეხება მორიგ ბოდვას ხელფასებთან დაკავშირებით, დიახ, ჩემო ბატონო, ძვირფასო ირაკლი, მქსიმალურად ბევრი დეპუტატი ამ ხელფასს გამოიყენებს ივანიშილის რეჟიმთან ბრძოლაში. ეს იმას ნიშნვას, რომ სანამ „ქართული ოცნება“ გაწელავს უფლებამოსილების შეჩერების პროცესს, მით უფრო მეტი თანხა იქნება თქვენ მიერ გამოყოფილი თქვენსავე რეჟიმთან საბრძოლველად. აწი არჩევანი „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს, მალე დააკმაყოფილებს ამას, მალე დაჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ თქვენივე გამოყოფილი ფულით და პრემიებით თქვენვე დაემხობით“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაში“ოცნებასთან” ცალკე არავითარი კონსულტაციები არ გვქონია”
შემდეგი სტატიაბუაძე: ირაკლი კობახიძე ტყუის, როგორც სხვა შემთხვევაში