”დღევანდელ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს არა მარტო ოლიგარქის კარის სასამართლო, არამედ მინისტრთა კაბინეტი და მმართველი პარტია”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილი ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“რუსი კრიმინალ-ოლიგარქი ივანიშვილის დანაშაულებრივმა მცდელობამ ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდოს ტელე-კომპანია “რუსთავი- 2-ი”, რათა მთელი საინფორმაციო სივრცის კონტროლით, არჩევნების მასობრივი გაყალბების გზით კვლავ დარჩეს ძალაუფლებაში, უკვე გამოიღო უმძიმესი შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის – ევროკავშირმა ამ ეტაპზე პრაქტიკულად უარი გვითხრა უვიზო მომოსვლაზე, რაც იყო ჩვენი ხალხის გადარჩენა იმ უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ტრაგიზმიდან, სადაც მოქმედმა რეჟიმმა შეგვიყვანა.
დღევანდელ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს არა მარტო ოლიგარქის კარის სასამართლო, არამედ მინისტრთა კაბინეტი და მმართველი პარტია კოლექტიურად ბიძინა ივანიშვილთან ერთად და ეს პასუხიმგებლობა დადგება ძალიან მალე”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის საქმის პროკურორის განცხადებით, მკვლელობის მოტივი პაპიძის მეგობარი მამაკაცი გახდა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში