დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს

დღეს მთელ საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს, მთაში კი მოთოვს. სამინისტროს განმარტებით, 24-26 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგგან ქარბუქი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსის ფარგლებში. 26-27 იანვარს დაიკლებს ღამის მინიმალური ტემპერატურაც. 27 იანვარს თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

banner
წინა სტატიაშისპეციალისტები ფასების კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებენ
შემდეგი სტატია“უდიდესი ტყუილია რაც კონკრეტულმა სააგენტომ გამოაქვეყნა”- იმედა დარსალია ე.წ. “ჯოისტიკებიანი მანქანის” ამბავს გამოეხმაურა