“უდიდესი ტყუილია რაც კონკრეტულმა სააგენტომ გამოაქვეყნა”- იმედა დარსალია ე.წ. “ჯოისტიკებიანი მანქანის” ამბავს გამოეხმაურა

 

დარასესაქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მრჩევლი მედიასთან ურთიერთობების საკითხებში იმედა დარსალია ე.წ. “ჯოისტიკებიანი მანქანის” ამბავს გამოეხმაურა.

“ჯოისტიკებიანი მანქანის” ამბავს გამოვეხმაურები – უდიდესი ტყუილია რაც კონკრეტულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. თავდაცვის მინისტრი არასოდეს მჯდარა ამ მანქანაში. ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია შეგნებულად და გამიზნულად გააკეთა (მიზანს მოგვიანებით ვიტყვი) და ნერვების მოშლას არ ვაპირებ. შანტაჟის შიშით სააგენტოებთან ხელშეკრულებებს არ ვაფორმებთ, ჩვენ მოგვწონს ობიექტურად კრიტიკული და სამართლიანი მედია საშუალებები.ისეთები ვისთვისაც ჟურნალისტიკის პრინციპები მნიშვნელოვანია. ეს ჩემი პირადი პოსტია და თავდაცვის ოფიციალური პასუხი ეს არ არის”,- განაცხადა იმედა დარსალიამ.

th_305x173_xidasheli_62

საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ სამშენებლო-სარემონტო ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. უწყებამ გადაწყვეტილება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ზრდის მოტივით ახსნა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეორგანიზაციის შესახებ, მიმდინარე რეფორმის პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას – ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არსებული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, ნაკლებ ბიუროკრატიულ ხარჯებსა და ფინანსური პოლიტიკის ოპტიმიზაციას.

გარდა ამისა, აღნიშნული ბაზის მხოლოდ სახელფასო ფონდი, ყოველწლიურად, 7 მილიონ ლარს აღემატება, რაც თავისთავად სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მცდარი, არაეფექტური და არამიზნობრივი გამოყენების კლასიკური მაგალითია“, – განაცხადეს მაშინ თავდაცვის სამინისტროში.

Frontnews-ის ინფორმაციით, რომ „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არსებული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების, ნაკლები ბიუროკრატიული ხარჯებისა და ფინანსური პოლიტიკის ოპტიმიზაციის“ ფონზე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გიორგი შაიშმელაშვილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს ხარჯებით სასწავლო შვებულებით (ენის შემსწავლელი კურსები) ბრიტანეთის ქალაქ შვიმინხემში იმყოფება. იქამდე შაიშმელაშვილი ივლიანე ხაინდრავას რეკომენდაციით უშიშროების საბჭოში მუშაობდა და თინა ხიდაშელის მოთხოვნით უშიშროების საბჭოდან თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს.
Frontnews–ის ინფორმაციით, შაიშმელაშვილს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული BMW–ის მარკის X5 მოდელის შავი „ჯიპი“ ემსახურება. აღნიშნული ავტომანქანით შაიშმელაშვილის გარდა მისი ოჯახის წევრები, კონკრეტულად კი, მისი მეუღლე თაკო დვალიძეც გადაადგილდება, რომელსაც მძღოლი ემსახურება. როგორც Frontnews–მა გაარკვია, BMW–ის მარკის X5 მოდელის შავი „ჯიპი“ კიევიდან შაიშმელაშვილის მივლინებაში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოიყვანეს. აღნიშნული ავტომობილი ამ დრომდე უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატს ემსახურებოდა.

თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გიორგი შაიშმელაშვილი სასწავლო მივლინებაში იმყოფება, რაც შეეხება ავტომობილს, უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, BMW-ს მარკის X5 მას არ ემსახურება.

„არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, როდის ეწურება სწავლის ვადა გიორგი შაიშმელაშვილის, რომელიც სასწავლო მივლინებით ლონდონში იმყოფება. რაც შეეხება იმას, რა მარკის ავტომობილი ემსახურება მას, ამაზეც ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ BMW-ს მარკის X5 მას არ ემსახურება“, – განუცხადა Frontnews–ს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ კაციტაძემ.

ამასთან, Frontnews–სთვის ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან დასაქმებული.

გარდა ამისა, “რესპუბლიკური პარტიის” წევრია ასევე ია მეტრეველის და მაია ქავთარაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებს და მინისტრის თანაშემწე ნათია ქობალია. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ძველი კადრები საკუთარით ჩაანაცვლა.

საჯარო სამსახურის 13–ე მუხლის თანახმად, საჯარო მოხელე უპარტიო უნდა იყოს, თავდაცვის სამინისტროს შიდა რეგულაციით კი, მოხელეს უნდა ჰქონდეს გამოცდილება, უნდა ფლობდეს უცხო ენას (ინგლისურს) და ა.შ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთებულა. არაერთხელ იქნა ნახსენები ე.წ. ჯოისტიკიანი მანქანა. 2014 წლის 21 თებერვალს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ ოპოზიციისთვის მიმართვის დროს ხაზგასმით ისაუბრა „ე.წ. ჯოისტიკიანი ჰამერის“ შესახებ. „თავდაცვის მინისტრის მანქანა იყო რაღაცა ჰამერი, რომელიც ჯოისტიკით იმართებოდა, ამოიღეს თუ არა ვცდები, ბატონი ბაჩანა ახალაიასგან“, – განაცხადა მაშინ კობახიძემ.

Frontnews–სთვის ცნობილი გახდა, რომ „დელტას“ ბალანსზე არსებული მანქანით, რომელიც თავის დროზე სტუმრების დასახვედრად გამოიყენებოდა და რომლითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას არასოდეს უსარგებლია, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გადაადგილდება.
სააგენტოს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა აღნიშნული ავტომანქანით რამდენჯერმე, მათ შორის პანკისის ხეობაში გამგზავრებამდეც ისარგებლა.

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რა მანქანით გადაადგილდება მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს
შემდეგი სტატიაისინი ქვეყნისთვის არასასარგებლო ინტერესების გატარებაში შეიმჩნევიან – მეჭიაური არასამთავრობოებს პასუხობს