სპეციალისტები ფასების კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებენ

ეროვნული ვალუტის გაუფასურების სამომხმარებლო კალათაზე გავლენისა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაზე სპეციალისტები ღიად საუბრობენ.
ამ თემაზე განმარტებებს ექსპერტები აკეთებენ და ფასების კიდევ უფრო გაზრდაზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტი, ბესიკ ნამჩავაძე, ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდ როლს უცხოური ვალუტებიდან სწორედ დოლარი თამაშობს, ამიტომ დოლართან მიმართებაში ლარის კურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ გაცვლითი კურსი დადგენილი გვაქვს დოლარის მიმართ. ამიტომ, პირველ რიგში, ვუყურებთ, რა ხდება დოლარის მიმართ და ეს ბუნებრივია, რადგან საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდ როლს უცხოური ვალუტებიდან სწორედ დოლარი თამაშობს. იგივე საბანკო სექტორში დოლარიზაციამ 70%-ს მიაღწია, ანუ დოლარის გავლენა ლარზე გაცილებით მეტია. ჩვენ გვაქვს ფასების მეორე საზომი, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტს ეხება და, სადაც მიდის დაკვირვება მხოლოდ ქვეყნის შიგნით წარმოებულ პროდუქციაზე და სამი კვარტლის მაჩვენებლით, ფასების 5-6-%-ით ზრდა იყო,“ – განაცხადა ბესიკ ნამჩავაძემ.

banner
წინა სტატიაშიCBS-ის და Paramount-ის მფლობელი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გააგზავნეს
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს