დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ეწვევა

ჯონ კერი საკუთარი ფოსტის გატეხვაში რუსეთს და ჩინეთს ადანაშაულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი საქართველოში ხვალ, 6 ივლისს ჩამოვა.
საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ, კერძოდ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის ხმარდაჭერასა და ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებს.

დღესვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

დღესვე, 15:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

banner
წინა სტატიაშითურქეთში აფეთქდა ვეტმფრენი, სადაც მაღალჩინოსანი სამხედროები ისხდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა