დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, უმრავლესობის შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 11:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში“გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე” – ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიასოსო ჯაჭვლიანი უმუშევარი დარჩა – “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს შპს გაუუქმეს