მოვიდა ის მომენტი, როდესაც აზრთა შეჯერება ვერ ხერხდება, – დავით ზურაბიშვილი “რესპუბლიკელებიდან” ლიდერების წასვლაზე საუბრობს

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2016 12:40

მოვიდა ის მომენტი, როდესაც აზრთა შეჯერება ვერ ხერხდება, – დავით ზურაბიშვილი “რესპუბლიკელებიდან” ლიდერების წასვლაზე საუბრობს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკური პარტიიდან ლიდერების გადინება არ წყდება.

ლიდერების წასვლის ფონზე პარტიაში ინტენსიური ინდვიდუალური კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია წასვლის შესახებ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრისას თავად ნოდარ ებანოიძემ არ დაადასტურა.

სამნიძე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია სამომავლო გეგმებზე აქტიურად მსჯელობს და მუშაობას ინდივიდუალურ რეჟიმში აგრძელებს.

„პარტიაში ყველანი ვრჩებით, ვისაც არ დაუანონსებია და არ უთქვამს, რომ ტოვებს პარტიას. სიტუაცია შეცვლილი არ არის, ვინც გამოაცხადა, რომ გავიდა პარტიიდან ისინი არიან გასულები. ნოდარ ებანოიძეს არ დაუდასტურებია პარტიიდან გასვლა. მე მას შევხდი და ამ მომენტისთვის მას არ გადაუწყვეტია.

“დათო უსუფაშვილს უნდა ჰკითხოთ მისი პარტიის შექმნის გეგმებზე მე ამასთან დაკავშირებით ვერფერს გეტყვით. ჩვენი პარტია, როგორც აქამდე, ახლაც დამოუკიდებლად ვაპირებთ საქმიანობას, ანალიზს და სამომავლო გეგმების დასახვას. ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და ვაგრძელებთ ამ შეხვედრებს,“-აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დავით უსუფაშვილის, პაატა ზაქარეიშვილის და თინა ხიდაშელის წასვლის დეტალურ მიზეზებზე არ საუბრობენ რესპუბლიკელების ლიდერები. დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ მათი წასვლა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

„უახლოეს ხანში გაირკვევა ვინ რჩება, ვინ მიდის, ზოგმა მიიღო გადაწყვეტილება, ზოგი ყოყმანობს და ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. დაველოდოთ მოვლენებს, ჯერჯერობით ნოდარ ებანოიძე არის პარტიაში.

“იყო გარკვეული უთანხმოება იმის თაობაზე თუ როგორ განვითარებულიყო პარტია მომავალში. მანამდეც იყო ჩვენთან აზრთა სხვადასხვაობა და ეს ბუნებრივად ითვლებოდა, თუმცა ყოველთვის ვახერხებდით შეჯერებას. ახლა მოვიდა ის მომენტი ეტყობა, როდესაც ეს აზრთა შეჯერება ვერ ხერხდება,“-აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2016 12:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics