დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები დაიწყება

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო განხილვა 17 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში გაიმართება.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

საორგანიზაციო კომისია 10-წევრიანია: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირმა ინაშვილი, ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტუღუში, თორნიკე ჭეიშვილი.

განხილვებს ემიჯნებიან “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ლიდერთა საბჭო”, შესაძლოა “პატრიოტთა ალიანსიც”.

ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვება; ბონუსების სისტემის გაუქმება; რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები არჩევნებთან დაკავშირებით.

პარლამენტმა კონსტიტუცია 26 სექტემბერს მიიღო.