(video) დღეს რუსეთმა მწყობრში შეიყვანა რუსეთის ისტორიაში პირველი ნაციონალური კოსმოდრომი “Восточный”

ამირან სალუქვაძე:

“დღეს რუსეთმა მწყობრში შეიყვანა რუსეთის ისტორიაში პირველი ნაციონალური კოსმოდრომი “Восточный”. კოსმოდრომი აღმოსავლეთში, ამურის ოლქში, ქ. ციოლკოვსკისთან აშენდა.
გუშინ რაკეტის გაშვება ავტომატიკის გაუმართაობის გამო ერთი დღით გადაიდო.
დღეს კი რუსეთის ისტორიაში პირველი კოსმოსური პოლიგონიდან მოხდა რაკეტის გაშვება.
აღნიშნული კოსმოდრომის აშენება 2010 წლიდან დაიწყო.
დღეს გაშვებული იქნა რაკეტა Союз-2.1А, რომელიც ორბიტაზე 3 ხელოვნურ თანამგზავრს გაიყვანს, რომელთაგან 2 სადაზვერვო ხასიათს ატარებს და რუსეთის ორბიტალურ დაჯგუფებას შეუერთდება.
პოლიგონზე, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
რაც შეეხება ყაზახეთში განლაგებულ კოსმოდრომ ბაიკანურს, რუსეთი მის გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გააგრძელებს”-ინფორმაციას ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდძე ავრცელბს.

https://youtu.be/Xl3c3ryFh5s

banner
წინა სტატიაში1 და 2 მაისს მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ
შემდეგი სტატიაბიუროს სხდომაზე დავით ბერძენიშვილსა და ეკა ბესელიას შორის შელაპარაკება მოხდა