დღეიდან, ქალაქ ჯვარის მოსახლეობა, სასმელ წყალს სატესტო რეჟიმში მიიღებს

“ჰიდრატები დამონტაჟებულია ჯვარის 102 ლოკაციაზე და ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით ხორციელდება”, – ამის შესახებ განცხადება, წალენჯიხის მუნიციპაიტეტის მერმა, ქალაქ ჯვარის მოსახლეობის, სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც გიორგი ხარჩილავამ “თაიმერთან” საუბრისას განმარტა, მთელი ქალაქის მასშტაბით, გამრიცხველიანება-დეზინფექცია და არსებული წყლის საერთო ქსელში ჩართვასთან დაკავშირებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

“ქალქ ჯვარში, კოსტავას ქუჩაზე გახლავთ სახანძრო ჰიდრატი, სადაც უკვე წყალი არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯვარში კორპუსებთან წყალი მივიღეთ. ამიერიდან, სარალიძის, ჭიჭინაძის, გაბუნიას, სოხუმის, რუსთაველის, ქანთარიას და კოსტავას ქუჩებზე მდებარე 45 საცხოვრებელ კორპუსში მოსახლეობისთვის წყლის სრულყოფილად მიწოდება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ბოლო ეტაპიც დასრულდება, რაც თავად კორპუსის მაცხოვრებლებზეა დამოკიდებული. მათ, წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, უნდა მოახდინონ საკუთარ ბინაში წყლის შეყვანის ორგანიზება”, – აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.

წალენჯიხის მერის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ქალაქ ჯვარში 1000-მდე ოჯახი უკვე გამრიცხველიანდა. კვირის ბოლომდე კი, აღნიშნული პროცესი დასრულდება და ამით, პროექტი სისრულეში იქნება მოყვანილი.

“ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგებს. ჰიდრატები დამონტაჟებულია ჯვარის 102 ლოკაციაზე, რაც ცხადყოფს იმას, რომ ეს დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით ხორციელდება და ფინალურ ეტაპსაც წარმატებით გადის. დღევანდელი მდგომარეობით, 1000-მდე აბონენტს წყლის მრიცხველი უკვე დამონტაჟებული აქვს. გამრიცხველიანების ეტაპი ჩვენი გათვლით, კვირის ბოლომდე დასრულდება, ხოლო ის სატესტო რეჟიმი, რომელზეც შეთანხმებულები ვიყავით, უფრო ადრე დადგა ამ ქალაქისთვის. ჩვენ უკვე გადავდივართ იმ ეტაპზე, რომ უბან-უბან გამორეცხვებით და დეზინფექციის ნორმების დაცვით, უახლოეს მომავალში წყალს ჯვარელები მთელი ქალაქის მასშტაბით მიიღებენ”, – განმარტა გიორგი ხარჩილავამ.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა მტერი ხაფანგში მოიმწყვდიეს: რა ხდება ფრონტზე
შემდეგი სტატიაGlobal Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში