“დღეიდან, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ხელისუფლებისკენ სვლას იწყებს”

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ხანხის საწინააღმდეგო საშინაო პოლიტიკასა და ჩამოუყალიბებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.

აღნიშნული განცხადება, პაატა ბურჭულაძემ “სახელმწიფო ხალხისათვის” ყრილობაზე გააკეთა, სადაც მან მხარდამჭერებს, მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო.

“ვხედავ ხალხის საწინააღდეგო საშინაო პოლიტიკას და ჩამოუყალიბებელ საგარეო პოლიტიკას. ვხედავ ჩინოვნიკების არაპროფესიონალიზმსა და ნათესავების დაწინაურებას, ვხედავ მოტყუებულ ადამიანებს, რომელთა მოტყუებასაც, ამ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ აპირებენ. ძალიან მაინტერესებს, რა დაპირებით ჩავა “ქართული ოცნება” რაიონებში, რას დაპირდება ხალხს ისეთს, რასაც ჯერ არ დაპირებია და უფრო მეტად მაინტერესებს, ვნახო ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამ დაპირებას დაიჯერებს. ჩვენი მოძრაობა ღიაა ყველასათვის, ვინც თავს აღარ მოიტყუებს, ვისი მოთმინების ფიალაც აივსო, ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ნატო-სა და ევროპულ ოჯახში”,- აღნიშნა მოძრაობის ლიდერმა.

პაატა ბურჭულაძის თქმით, დღეიდან, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ხელისუფლებისკენ სვლას იწყებს.

“ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტურები, ვიდრე წინა მთავრობები, ჩვენ ერთად უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანები ვიქნებით, ვიდრე წინა მთავრობები. დღეს თქვენ დამასახეელეთ ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერად და მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო. მე თქვენ მოგყვებით და თქვენს ნებას ვემორჩილები, თქვენ ამირჩიეთ და მე სხვა არჩევანი აღარ მაქვს. დღეიდან, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ხელისუფლებისკენ სვლას იწყებს. მჯერა, რომ ეს იქნება ყველაზე სამართლიანი მოძრაობა, რაც კი აქამდე საქართველოს უნახავს. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა გამარჯვებამდე, საქართველოს სხვა გზა აღარ აქვს”,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს არ არის დასკვნა, ეს არის მოსაზრებები – გია ვოლსკი ვენეციის კომისიის დასკვნაზე
შემდეგი სტატიაკურტულმუში კემერონს პასუხობს – შევა თუ არა თურქეთი ევროკავშირში 3000წელზე ადრე