ეს არ არის დასკვნა, ეს არის მოსაზრებები – გია ვოლსკი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ.

მმართველი გუნდი აქცენტს იმ ნაწილზე აკეთებს, რომელზეც კრიტიკა ვენეციის კომისიას არ აქვს გამოთქმული.

როგორც უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი, ამბობს, შენიშვნებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება, როგორც უმრავლესობის შიგნით, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მაგრამ მმართველ გუნდს გადაწყვეტილება, გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და რა ნაბიჯებს გადადგამენ თუკი პრეზდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, ჯერ არა აქვს მიღებული.

“ეს არ არის დასკვნა, ეს არის მოსაზრებები. მისასალმებელია, რომ მხარდაჭერილია მთელი რიგი თემები, რომელიც კრიტიკული შემოტევების თემები იყო პარლამენტში მუშაობისას. მაგრამ ვენეციის კომისიამ დადასტურა, რომ მისაღებია ეს თემები. თუმცა, არის რაღაც საკითხები, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება. არის კიდევ ვადა საბოლოო დასკვნის გამოყენებამდე. ნორმალური პროცესი მიდის, თუმცა ეს თემაც სპეკულაციების თემად იქცევა,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას მოძრაობის ახალი წევრები წარუდგინა
შემდეგი სტატია“დღეიდან, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ხელისუფლებისკენ სვლას იწყებს”